27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
რამდენად რეალურია ბორის ჯონსონის მეორედ გაპრემიერება - ბრიტანეთი ახალი პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია

ახალი პოლიტიკური ლიდერი თუ ძველი სახე - დიდი ბრიტანეთი ახალი პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია. ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, კონსერვატიული პარტია წელს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად მესამედ ემზადება.

ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ღიად გამოთქვა სურვილი, რომ მზად არის ინგლისის ახალი პრემიერი გახდეს, თემთა პალატის ლიდერი პენი მორდაუნტია. განიხილება ყოფილი ფინანსთა მინისტრის რიში სუნაკის კანდიდატურაც, ისევე როგორც ყოფილი პრემიერიც ბორის ჯონსონიც.

BBC-ს მიერ კონსერვატიულ პარტიაში წარმოებული გამოკითხვის მიხედვით ჯერ-ჯერობით ბრიტანეთის ახალი პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატი რიში სუნაკია. არსებული მონაცემით, მას ღიად მხარდაჭერას 117 კონსერვატორი უდასტურებს. ყველაზე მეტად მას ემხრობიან ფინანსთა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები, სწორედ იმ სფეროების, რომლებში კრახმაც იმსხვერპლა ლიზ ტრასის პორტფელი.

იგივე გამოკითხვის შემდგომი რეალური კანდიდატი ბორის ჯონსონია, რომელსაც ჯერ არ დაუდასტურებია სურს თუ არა ამ ბრძოლაში ჩაბმა. მას მხარს კონსერვატიული პარტიის 50 წარმომადგენელი უჭერს.

მესამე ადგილზე, 22 ხმით არის პენი მორდაუნტი, რომელიც დროს არ კარგავს და უკვე გაავრცელა სოციალურ მედიაში რეკლამა, სადაც ყვება საკუთარ თავზე და გეგმებზე.

დღის ამბები