უკრაინაში ომის 241-ე დღემ კვლავ დაძაბული ბრძოლების ფონზე ჩაიარა. დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსული რაკეტების ტალღის მოგერიება მოუწიათ, თუმცა ფრთოსანი რაკეტების გარკვეულმა ნაწილმა მაინც მიაღწია მიზანს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა.
ოკუპანტები თავიანთი წარმოების რაკეტების გარდა, აქტიურად იყენებენ ირანული "შაჰედის" დრონებსაც, თუმცა ისინი ამას ოფიციალურად არ აღიარებენ. სწორედ ამიტომ გაეროს ფაქტის გამოძიების თხოვნით მიმართა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.