"ღვინის დღეებზე" თავს ოჯახური ტრადიციის არაერთი ისტორია იყრის. სხვადასხვა სახეობის ღვინო 300-მდე მეწარმემ დღეს, დახლზე გამოიტანა და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს რვაათასწლიანი ტრადიცია კიდევ ერთხელ შეახსენა. მეღვინეებისთვისაც მთავარი სწორედ ესაა.
მთავარი შთაბეჭდილება ფესტივალზე სწორედ ქართული ღვინოა. ამჯერად, ხალხმრავლობა გურჯაანშია. სტუმრების სიაში პოლიტიკოსებიც აღმოჩდნენ, რომლებიც თვლიან, რომ პროდუქციამ ჩვენი ქვეყნის გარდა, საკუთარი სიტყვა საერთაშორისო ასპარეზზეც თქვა.
ღვინის დღეებს ბოლნისმაც უმასპინძლა. მეღვინეებთან ერთად, პროდუქცია მეწარმეებმაც წარმოადგინეს. სტუმრებს ადგილზე კერამიკული ნამუშევრები დახვდათ, იყო მასტერკლასებიც. საღამო ყველა ქალაქში კონცერტით დასრულდა.
ღვინის დღეები საქართველოში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო, ხვალ ახმეტასა და ბაღდათში ჩატარდება.ხვალვე ზუგდიდში კვირეული გალა-კონცერტით დასრულდება.