ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში გრძელდება. 8 - ათასწლიანი უწყვეტი ტრადიცია დღეს ბოლნისშიც გაცოცხლდება. ადგილობრივი მეწარმეები დღევანდელ ფესტივალზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ და სტუმრების წინაშე თავს, ქართული ღვინითაც მოიწონებენ.
მთელი დღის განმავლობაში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია სხვადასხვა წარმოების ადგილობრივი ღვინო.
ფესტივალი საღამოს 10 საათზე კონცერტით დასრულდება.