27 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
იტალიას უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო და მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

იტალიას უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო და უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობაც. ფიცის დადებამდე კი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა.

ქვეყანას ულტრა-მემარჯვენე მთავრობა ჰყავს, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა. ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე საათით ადრე, 45 წლის მელონიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ერთხმად სთხოვეს პრეზიდენტს, მისთვის ქვეყნის მართვის მანდატი მიენიჭებინა.

მელონის პარტიამ "იტალიის ძმები", სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

დღის ამბები