27 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
რა უნდა გააკეთოთ გათბობის ჩართვამდე - სპეციალისტის რჩევები საფრთხისა და ზედმეტი ხარჯისგან თავის ასარიდებლად

ზამთრის სეზონის დაწყებამდე, ვიდრე ცენტრალურ გათბობას ან გამათბობელს ჩართავთ, აუცილებელია შეამოწმოთ გაზზე მომუშავე დანადგარები რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს. თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ეს მომსახურება უფასოა კომპანიის აბონენტებისთვის. ამისთვის საჭიროა დარეკოთ თბილის ენერჯის ცხელ ხაზზე 2404004.

როგორ მოიხმაროთ გაზი ეკონომიურად ზამთრის სეზონზე, კომპანიის სპეციალისტების რჩევით, ამისთვის მნიშვნელოვანია სახლს ჰქონდეს კარგი თბოიზოლაცია.

კომპანია მომხმარებელს ასევე ურჩევს, რომ გათბობის ჩართვამდე შეამოწმონ რადიატორები, სადაც ხშირად გროვდება ჰაერი, ასეთ დროს რადიატორები არ თბება სათანადოდ და შესაბამისად გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ეს კი მეტ გადასახადს ნიშნავს. რადიატორების ჰაერისგან დაცლა მარტივად არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა, გახსნათ რადიატორზე არსებული პატარა ონკანი და როგორც კი წყალი დაიწყებს დენას, ონკანი გადაკეტოთ.

დღის ამბები