დუშეთში სახალხო დღესასწაული "დუშეთობა-მთა-ბარობა" აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან მოეწყობა ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. კუთხისთვის (ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი, მთიულეთი) დამახასიათებელი ტრადიციული სამოსისა და სამზარეულოს ჩვენება.
დღის განმავლობაში სცენაზე გამოვლენ როგორც ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები, ისე მოწვეული მუსიკალური ბენდები.