27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"ორი წელია საქმის დაწყებიდან ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მქონია, ფსიქოლოგების დახმარებით დავიწყებ ლუკასთან ურთიერთობას" - რას უყვება ნიკოლოზ ბასილაშვილი "კურიერს"

დღევანდელი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2 წელია მცირეწლოვან შვილთან კონტაქტი არ ჰქონია და ახლა, ორ წლიანი პროცესის დასრულების შემდეგ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილთან ურთიერთობის აღგენაა.

პირველი ჩოგანი ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ლუკასთან ურთიერთობის აღდგენას ფსიქოლოგების დახმარებით აპირებს.

"მიხარია, რომ სამართლიანად დადგა განაჩენი. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ორი წელია საქმის დაწყებიდან გასული და ეს პერიოდი ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მქონია.

როდესაც ჩაწყნარდება ეს პროცესები, ფსიქოლოგების დახმარებით დავიწყებ ლუკასთან ურთიერთობას. ჩემთვის პრიორიტეტი იყო ჩემი სიმართლის დამტკიცება, რა თქმა უნდა, კორტზეც ეს პოზიტიურად აისახება. არ ვაპირებ, რომ ჩემს ყოფილ მეუღლეზე ნელიზე ნეგატიურად ვისაუბრო. ბავშვი გაიზრდება და ნახავს ყველაფერს და არ მინდა მე ვისაუბრო ნეგატიურად მის დედაზე.

მთავარია, რომ ყველაფერი დასრულდ,ა ახლა კი კონცენტრაცია მექნება კარიერაზე და ჩემს შვილზე," - აცხადებს ბასილაშვილი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებზე, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხებოდა, გამამართლებელი განაჩენი დღეს, ორ წლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ დასრულდა.

დღის ამბები