27 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ლანჩხუთის სოფელ სუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა - სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი გაეცნო

ლანჩხუთის სოფელ სუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა. ახალი ობიექტი ადგილობრივ მოსახლეობას 470-მდე სერვისს შესთავაზებს.

სუფსის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა, მოადგილემ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გახსნეს. რატი ბრეგაძე თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო

"იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად გრძნობს, რომ სახელმწიფო არის მისი სახლი და შესაბამისად მინდა მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნა, რაც ნიშნავს, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს, ასევე სტუმრებსაც ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელსაც იუსტიციის სახლის თავაზობს," - აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

დღის ამბები