27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც პარლამენტს 19-ვე კანდიდატი წარვუდგინე - ლევან იოსელიანი

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც პარლამენტს 19-ვე კანდიდატი წარვუდგინე. ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსმენებზე ყველა კანდიდატს ექნება საშუალება წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. 

"დღეის მდგომარეობით აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სამი კანდიდატი იქნებოდა წარმოდგენილი კენჭისყრაზე და ამის საშუალება სხვას არავის მიეცემოდა, ეს ადამიანები უბრალოდ იქნებოდნენ დაბლოკილი პარლამენტში მოსმენებისგან, რაც იქნებოდა დიდი უსამართლობა. ვთვლი, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მოვიდეს, პარლამენტის წევრებს გაუზიაროს თავისი მოსაზრება და ეცადოს მათი მხარდაჭერა მოიპოვოს. ვინ ვის დაუჭერს მხარს, ამას გამოაჩენს კენჭისყრები, ასე რომ დაველოდოთ კენჭისყრებს. პირადად, ჩემთვის მთავარია, კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება უფლებების დარგში, არ ჰქონდეს რეპუტაციული ზიანი პროფესიულ წრეებში. მოსმენები წინ გვაქვს, მოვუსმენთ 19-ვე კანდიდატს და ამის მიხედვით შევაფასებთ, ვის რა ცოდნა, რეპუტაცია და გამოცდილება აქვს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა

დღის ამბები