27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ჯოსეფ ვარადის შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ჯოსეფ ვარადის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა თამარ არჩუაძემ და უნგრეთის ელჩმა საქართველოში ანა მარიამ სიკომ.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება, დადებითად შეფასდა მისი აღდგენის პროცესი, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ასევე ტურისტული სფეროს განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის საქმიანობა საქართველოში და აღინიშნა, რომ წელს 10 წელი შესრულდა, როდესაც Wizz Air-მა პირველი რეისი განახორციელა საქართველოში. ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, კოვიდ-პანდემიის გამო გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, Wizz Air-ი აქტიურად განაგრძობს აღდგენას, განსაკუთრებით, პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომელთა შორისაც საქართველოა.

ითქვა, რომ WizzAir - ი აქტიურად მუშაობს საქართველოდან ფრენების სიხშირეების გაზრდაზე და კომპანიის განვითარების შესაბამისად, იგეგმება როგორც სიხშირეების ზრდა, ასევე მარშრუტების დამატება ახალი მიმართულებით.

დღის ამბები