27 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
მედდის ყალბი სერტიფიკატი 3000 ლარის სანაცვლოდ - საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრეინინგ კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221 ე მუხლის მე 3 და 362 -ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახლით ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

დღის ამბები