"რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს, კაშხლის ნგრევა მასშტაბურ კატასტროფას გამოიწვევს" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მორიგი რუსული ტერაქტის თავიდან ასაცილებლად სწრაფი რეაგირება მოახდინონ.
"რუსეთმა დაკარგა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე ის წონა, რომელსაც ბრეჟნევის ეპოქიდან აგროვებდა. მათ აუცილებლად მოექცევიან, როგორც ყველაზე უგუნურ საერთაშორისო დამნაშავეს.
რუსული ჯარები განაგრძობენ რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით ჩვენს ელექტროსადგურებზე დარტყმებს. ჩვენი ინფორმაციით, მათ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს. ახლა მსოფლიოში სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, კიდევ ერთი რუსული ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, რადგან კაშხლის ნგრევა მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს. ამ ტერორისტული აქტით მათ შეუძლიათ, დნეპრიდან ყირიმში წყლის მიწოდების შესაძლებლობაც კი გაანადგურონ. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება. ასეთი ტერორისტული თავდასხმა ზუსტად იგივეა, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.