27 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ომის 240-ე დღეს უკრაინაში - ახლად გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში, მასობრივ სამარხში 146 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ომის 240-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება. აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებული ხერსონის ოლქში, მედიის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა ადგილზე ერთ-ერთი საკვანძო ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.

მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქშიც, რუსული ჯარების მიერ უწყვეტად იბომბება ქალაქ ბახმუტი.

უკრაინული ძალების მიერ ახლად გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 146 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 35 ჯარისკაცია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 20-ჯერ გაისროლეს სუმის ოლქის მიმართულებითაც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები