27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ყველა საკითხი, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში მოხვდა, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერების მოწოდებისგან, ან მოიცავდა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს - კელი დეგნანი

გენერალური პროკურორის არჩევის წესზე კომენტარი გააკეთა შტატების ელჩმაც. კელი დეგნანის განცხადებით, ყველა საკითხი, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში მოხვდა, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერების მოწოდებისგან, ან მოიცავდა ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს.

"19 აპრილის შეთანხმებაში თითოეული ელემენტი, მოდიოდა იმ პოლიტიკური ლიდერებისგან, ვინც დიალოგში მონაწილეობდა. მართლმსაჯულების რეფორმაზე შედგა ღრმა და ხანგრძლივი განხილვები და აქაც, შეთანხმების ყველა საკითხი მოდიოდა ან თავად პოლიტიკოსებისგან ან ვენეციის კომისიისა თუ ეუთო-ოდიგირს რეკომენდაციებისგან. ისე არ ყოფილა, რომ კონკრეტულად ვინმეს მოეტანა კონკრეტული იდეა მოლაპარაკებათა მაგიდაზე - პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს ერთმანეთში ჰქონდათ განხილვები, ამას წინ უძღოდა საათობით გამართული დისკუსიები.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, იგი სამართლის სფეროს ექსპერტებისგანაა დაკომპლექტებული და მათ იციან ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ამიტომაც მივიჩნევდით მნიშვნელოვნად, რომ კანონპროექტის კანონად ქცევამდე საქართველოს გადაეგზავნა დოკუმენტი მათთვის, იმის შესაფასებლად თუ რამდენად აკმაყოფილებდა ის იმ საუკეთესო სტანდარტებს, რაც კანდიდატის სტატუსისთვისაა საჭირო," - განაცხადა დეგნანმა.

დღის ამბები