კითხვის ნიშნები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს - თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირველ კომენტარს აკეთებს. არჩევის შემდეგ ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ დღესვე შეხვდება სტუდენტების იმ ნაწილს, რომელმაც პროტესტი გამოხატა.
"დღეს ვაპირებ შევხვდე ჩვენს სტუდენტობას, იმ ნაწილს, რომელიც აპროტესტებდა, ყველა იმ საკითხსა და პრობლემაზე, რომელიც აქვთ მათ. მე მზად ვარ არამხოლოდ ვუპასუხო, არამედ მათთან ერთად დავსხდე და გავიარო თითოეული საკითხი. ეს არის ის მისია, რომელიც ერთის მხრივ, არის ძალიან საპატიო და მეორეს მხრივ, არის ძალიან რთული. თუ მე შევძელი ამ მოკლე პერიოდში მცირე პრობლემების დაძვრა, შესაძლებელია, ვიყარო კენჭი," - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ცნობისთვის, ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. საბჭოს 30 წევრიდან ჯაბა სამუშიას კანდიდატურას მხარი 28-მ დაუჭირა. ორი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.