27 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
მინდა დაგარწმუნოთ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო მიზნამდე, რომელიც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, მივაღწიოთ - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან თითოეული ზედმიწევნით იყოს შესრულებული და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.

"მინდა ჩვენი მოსახლეობა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ მთლიანად საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო მიზნამდე, რომელიც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, მივაღწიოთ.

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და უწყვეტ რეჟიმში ვაწოდებთ  ინფორმაციას, თუ როგორი სტატუსი აქვთ თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს ამის მოლოდინი, ინტერესი და სურვილი, რომ წლის ბოლოსთვის 12 პუნქტთან დაკავშირებით დაიდოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციისა. მთავარი არის ის, რომ პროცესი არის ინკლუზიური. ვფიქრობ, რომ აქ კონსოლიდაცია აუცილებელია," - ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები