ლიზ ტრასი, თანამდებობაზე ყოფნის 45-ე დღეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გადაწყვეტილება მან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. პრემიერის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე ქაოსი გამოიწვია, ასევე, დაეცა გირვანქა - სტერლინგის ღირებულებაც.