27 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
უკრაინა მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქართველებს სანქციები დაუწესა, მეორეა, რუსეთის შემდეგ - ლევან ქარუმიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება. 

"ჩემთვის აბსოლუტური იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქართველებს სანქციები დაუწესა, მეორეა, რუსეთის შემდეგ," - წერს ლევან ქარუმიძე "ტვიტერზე". 

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს - ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სიაში სულ 256 პირია შესული.

დღის ამბები