საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა. გამოფენა, რომელიც პარიზში ტარდება, 6 ათასზე მეტ კომპანიას აერთიანებს. წარმომადგენლები 200-ზე მეტი ქვეყნიდან სასურსათო ბიზნესის გლობალური ტენდენციების გასაცნობად ჩამოდიან.
"აწარმოე საქართველოს" დახმარებით საქართველო გამოფენაზე მეოთხედ მონაწილეობს, წელს კი ამის შესაძლებლობა საკვებისა და სასმლის მწარმოებელ ქართულ 28 კომპანიას მიეცა.