მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 375 მილიონ 615 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9%-ით აჭარბებს.
სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ 2019 წლის მაჩვენებელს უკვე მესამედ გადააჭარბა.
2021 წლის სექტემბერთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 213 მილიონ 752 ათასი დოლარით. ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბერში, ტურიზმიდან საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა.