2022 წლის 20 ოქტომბრიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას.
მიზეზი რეგულირების სააგენტოს დასკვნა და პარალელურად კლინიკის გადაწყვეტილებაა. რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები. კლინიკამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება მიიჩნია.