არსებობს მტკიცებულებები, რომ ირანმა რუსეთს დრონები მიაწოდა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ.
უწყების წარმომადგენლის ვედანტ პატელის თქმით, საკითხს ბრიტანეთისა და საფრანგეთის უსაფრთხოების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელსაც შეერთებული შტატებიც შეუერთდება.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებასაც, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს.