საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური კახეთში გაიმართა. ეროვნული ფესტივალი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 5 წელიწადში ერთხელ იმართება. პროექტის მიზანი ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და მისი შენარჩუნებისთვის ხელშეწყობაა.