27 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% რუსმა აგრესორებმა დააზიანეს - ხელისუფლება უკრაინელებს ელექტროენერგიის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს

რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს კვლავ ინტენსიურად ბომბავენ. სერიოზულად არის დაზიანებული ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40%. 

უახლოეს პერიოდში უკრაინელები ელექტროენერგიის გათიშვასაც ელოდებიან. შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს შეძლებისდაგვარად ყველა მოწყობილობა დატენონ და ელექტროენერგია მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენონ - განსაკუთრებით საღამოს საათებში.

აგრესორები კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ერთად უტევენ მშვიდობიან მოსახლეობასაც - ჩერნიჰივში ბოლო იერიშების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები