27 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდა. ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის 3 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურა. პრეზიდენტმა ევროკავშირის დღეისთვის დაგეგმილ სამიტზეც ისაუბრა, რომლის მონაწილეებსაც ზელენსკი სიტყვით მიმართავს და აქცენტს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე გააკეთებს.

"ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის ცის უსაფრთხოებაზე. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენმა დამცველებმა, ერთი თვის განმავლობაში 233 შაჰედი უპილოტო საფრენი აპარატი და ათობით რაკეტა ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა.

სამი ენერგეტიკული ობიექტია განადგურებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური ენერგეტიკული შესაძლებლობები. მაგრამ ამას დრო სჭირდება. და ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. დილის 7 საათიდან ელექტროენერგიის მოხმარებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. შეზღუდეთ ელექტროენერგიის მოხმარება და გამოიყენეთ ის მოწყობილობები, რომელსაც ბევრი ენერგია არ სჭირდება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები