27 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან

პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ილია დარჩიაშვილი კანონმდებლების წინაშე “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

საგარეო უწყების პირველი პირი გაწეული საქმიანობის შესახებ დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს. რეგლამენტი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც. აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე.

დღის ამბები