27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
რუსეთისთვის მოიერიშე დრონების მიწოდების გამო ევროკავშრი ირანს სანქციებს დაუწესებს - Reuters

ევროკავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს რუსეთისთვის მოიერიშე დრონების მიწოდების გამო-ინფორმაციას ამის შესახებ Reuters- ავრცელებს. 

ევროკავშირის წარმომადგენლები ამის შესახებ ოთხშაბათს შეთანხმდნენ. ფორმალურად სანქციები უნდა მოიწონონ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს იწყება ბრიუსელში.

ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ სანქციების სიაში მოხვდება ირანის სამი გენერალი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი საიდ აღაჯანი, რომელსაც ადრე სანქციები დაუწესა აშშ-მა. მათივე ცნობით, ის პასუხისმგებელია ირანის უპილოტო საბრძოლო ავიაციის განვითარებისთვის. ასევე სანქციები დაუწესდა დრონების მწარმოებელ კორპორაციას "Shahed Aviation Industries".

ინფორმაციისთვის: უკრაინამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსული თავდასხმები ირანული Shahed-136 თვითმფრინავების გამოყენებით მოხდა. ირანი უარყოფს რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, კრემლს კი, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები