27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"მთავარი პრობლემა საიდანაც წარმოიშვა და დაიწყო ეს ტრაგედია არის ის, რომ ზუსტად დაცვის სისტემამ არ იმუშავა" - ირაკლი ხმალაძე

ვის დაუდევრობას ემსხვერპლა 13 წლის გოგონა - თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე "ღამის კურიერის" ეთერში ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტრაგედიის გამომწვევი მთავარი პრობლემა იყო ის რომ უსაფრთხოების საშუალებამ არ იმუშავა.

"მთავარი პრობლემა საიდანაც წარმოიშვა და დაიწყო ეს ტრაგედია არის ის, რომ ზუსტად დაცვის სისტემამ არ იმუშავა. დღეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მთლიანად, თანმიმდევრულად რა მოხდა და რა ეპიზოდში არის ბრალდება მერიის თანამშრომლის მიმართ, რატომ არ იმუშავა სარელეო დაცვამ, ამაზე ბრალდება მერიის თანამშრომლის მიმართ არ არის წაყენებული, იმიტომ რომ არც სამუშაო შეუსრულებია თბილისის მერიას და არც ექსპერტიზის დასკვნის გარეშე არ ჩაუბარებია. თბილისის მერიამ ეს ყველაფერი სწორად ჩაიბარა. მაგრამ თუ ექსპერტმა არ შეამოწმა, ან შემსრულებელმა რაღაც არასწორად გააკეთა, ეს გარემოს დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობა არ არის. 

მე ღრმად მჯერა, რომ სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიის შემდეგ ვერცერთი ექსპერტი ვეღარ გაბედავს საექსპერტო დასკვნას, თუ დადგება საკმაოდ მკაცრად ექსპერტების პასუხისმგებლობის საკითხი," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

 

დღის ამბები