თბილისი მერია არ და ვერ ჩაიბარებდა, რომ არ ყოფილიყო გაცემული 600-გვერდიანი ტექნიკური ზედამხედველობის აქტი და ექსპერტის დასკვნა, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ ნორმებთან და წესებთან,-ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ "რუსთავი2-ზე" "ღამის კურიერში" საუბრისას განაცხდა.
როგორც ხმალაძე აცხადებს, თბილისის მერიას არ შეუძლია ექსპერტიზის ჩატარება, სწორედ ამიტომ ქირაობს მერია დამოუკიდებელ ექსპერტებს.
"არავინ შავს სიაში არ ყოფილა, ყველას ჰქონდა ვალიდაცია როგორც სამუშაოების შესრულებაზე, ასევე საექსპერტო ზედამხედველობის განხორციელებაზე. თბილისი მერია არ და ვერ ჩაიბარებდა, რომ არ ყოფილიყო გაცემული 600-გვერდიანი ტექნიკური ზედამხედველობის აქტი და ექსპერტის დასკვნა, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ ნორმებთან და წესებთან. ამის შემდეგ, თუ ჩნდება პრეტენზია თბილისის მერიის მიმართ რატომ არ გადაამოწმეთ- ეს არ არის უკვე სწორი პრეტენზია იმიტომ, რომ თბილისი მერია ვერც გადაამოწმებს.
დღეს, რომ საუბრობს ექსპერტი, რომ რაღაც არ ჩაგვიტარებია,მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ მათ დასკვნა გააყალბეს, რომელსაც მერია ვერ დაადგენდა. ჩვენ რომ შეგვეძლოს ექსპერტიზის ექსპერტიზა, ჩვენ ექსპერტიზას არ დავუკვეთავდით. "გრინსერვის" ევალებოდა დაექსპერტებული სამუშაოს წარმოდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ იბარებდა მერია.
თბილისი მერია ვალდებულია, როდესაც შემოდის ექსპერტიზა განხორციელებული ეტაპი სამუშაოების, ის უნდა ჩაიბაროს, სხვა უფლებამოსილება ჩვენ არ გვაქვს და ანგარიშსწორება უნდა განვახორციელოთ. იმ მომენტში არანაირი წინაპირობა არ იყო. არ იყო დადგენილი, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა ამ დანადგარებს, რის საფუძველზეც შეიძლებოდა ჩვენ უარი გვეთქვა ამის ჩაბარებაზე,"-აცხადებს ირაკლი ხმალაძე.