27 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ადეიშვილი სტრასბურგში უკრაინის სახელით შეხვედრებს მართავს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

დღეს ცნობილი გახდა, რომ 7 საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი სტრასბურგში უკრაინის სახელით შეხვედრებზე ევროსასამართლოს იურისტს ნათია ჯაფარიძეს დაჰყავს. თბილისში მდებარე ევროსაბჭოს ოფისი ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს, "ქართული ოცნება" კი, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადეიშვილზე ძებნა გამოცხადდა ამბობს, რომ მსჯავრდებულის კიევში დაწინაურება შავი იუმორის სერიიდანაა.

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ადეიშვილის დანიშვნა კიევსა და თბილისს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს.

ახლა "ქართული ოცნება" უკრაინელი და ევროპელი კოლეგებისთვის ძებნილ ადეიშვილზე სრული ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ. სანამ მმართველი გუნდის წერილები კიევსა და სტრასბურგში ჩავა, მსჯავრდებული გენპროკურორის უკრაინაში დაწინაურების საკითხს ფაქტს კრიტიკული გამოხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის მხრიდან მოჰყვა.

მაიკლ ჩეჩირმა დაწერა, რომ დამნაშავე ზურაბ ადეიშვილის რეაბილიტაციის მცდელობით, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის პრინციპები ირღვევა, თუმცა ასე არ მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობა", რომლის დავალებებსაც ზურაბ ადეიშვილი წლების განმავლობაში ასრულებდა.

დღის ამბები