27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განხილვები დასკვნით ეტაპზეა - პროკურორი 2 წლიან პროცესს აჯამებს

ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განხილვები დასკვნით ეტაპზეა. დღეს, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს.

პროკურორი ამ წუთებში აჯამებს 2  წლიან პროცესს, მოწმეთა ჩვენებებს და იმ მტკიცებულებებს რომელიც გამოიკვლიეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საქართველოს პირველი ჩოგანი ყოფილ მეუღლეს უკრძალავდა მუშაობას, უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს, სოციალურ ქსელებს და ფინანსურ ანგარიშებს, ამასთან ლანძღავდა და აგინებდა, ეძახდა ცხოველების სახელებს და მის სოციალურ პასუხისმგებლობად ხედავდა მხოლოდ დედობას. პროკურორის თქმით, არსებობს ფიზიკური ძალადობის 4ი ეპიზოდი, რომლის მტკიცებულებებიც საქმეში დევს. ნათია გურულის თქმით კონფლიქტები ხშირად შვილის თვალწინაც ხდებოდა.

ბრალდების მხარე ამბობს იმასაც, რომ ოჯახში ძალადობა ლატენტური ხასიათის არის, დოროყაშვილი კონფლიქტზე არ საუბრობდა გარე პირებთან და ძალადობის ფაქტებს ხშირად არ ჰყავდა მოწმე.

დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით, სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

დღის ამბები