გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის გიგა ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიუსტი გაიხსნა. საზეიმოდ შეკრებილმა ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა რეჟისორის ბიოგრაფია და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
გიგა ლორთქიფანიძე ასევე იყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც დაესწრო.