ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა გიორგი შარვაშიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.