27 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ნინო ლომჯარიას, როგორც სახალხო დამცველს, აქვს უფლება მიიღოს დამოუკიდებელი საკადრო გადაწყვეტილებები - ლევან ბეჟაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ მის დანიშვნას უარყოფს, ოპოზიციაში არ გამორიცხავენ რომ მსგავსი საკადრო ცვლილება ომბუდსმენის აპარატში მართლაც მოხდეს. 

პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეს არის ნინო ლომჯარიას ლეგიტიმაციის სფერო და მას აქვს უფლება ნებისმიერი შიდასაკადრო ცვლილება დამოუკიდებლად მიიღოს. 

"ნინო ლომჯარიას, როგორც სახალხო დამცველს აქვს უფლება მიიღოს დამოუკიდებელი საკადრო გადაწყვეტილებები იმ პროცესების ანალიზის საფუძველზე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შესაძლებელია "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენოს ასევე თავისი შესაძლებლობები და მაქინაციებით კვლავ უზრუნველყოს პროცესის უსაშველოდ გაგრძელება, ამიტომ, ეს მისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება,"- აცხადებს ბეჟაშვილი.

დღის ამბები