27 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4 მილიონ 97 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 37.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 68.7 პროცენტს შეადგენს. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიონ 814 ათას დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი. 

დღის ამბები