27 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტრაგედიის დღიდან მოყოლებული მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და რა თქმა უნდა, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს," - აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები