27 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და მოლდოვას სურვილს, ევროკავშირში გაწევრიანდნენ - კარენ დონფრიდი 

ვაშინგტონი ეხმარება საქართველოს და მოლდოვას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს - ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ევროპის და ევრაზიის საკითხებში ბრიფინგზე გააკეთა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მთავრი თემა რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა იყო. ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ორივე ქვეყნის სურვილს, ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ჩვენ ევროკავშირისგან ორივე ქვეყნისთვის მივიღეთ მნიშვნელოვანი სიგნალები, ევროკავშირში მათ მომავალთან დაკავშირებით. ასე, რომ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან და მოლდოვასთან, რათა დავუჭიროთ მხარი მათ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობას დააჩქარებს. თუკი შეხედავთ შეერთებული შტატების დახმარებას ორივე ქვეყნისთვის, ის მრავალმხრივ ევროპელ პარტნიორებთან თანხმდება, რათა შევეცადოთ დავეხმაროთ საქართველოს და მოლდოვას, ეს რეფორმები განახორციელონ. იქნება ეს ანტიკორუფციული თუ სასამართლო რეფორმა. ჩვენ ამის ერთგულები ვრჩებით. ევროკავშირში მათი გაწევრიანების გზა ძალიან მკაფიოა. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ და ამის გასაკეთებლად მზად არიან," - აცხადებს კარენ დონფრიდი.  

დღის ამბები