27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ბრალდებულთა წრე, შესაძლოა, გაიზარდოს - ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებულებს გვიან ღამემდე პოლიციაში კითხავდნენ

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებული 9 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, გვიან ღამემდე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში სამართალდამცველების შეკითხვებს კიდევ ერთხელ პასუხობდა.

ადვოკატების მტკიცებით, ბრალდება აბსურდულია და აცხადებენ, რომ საქმეში, რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არის.

პროკურატურა დაკავებულებს სამსახურებრივ გულგრილობაში, უსაფრთხოების წესების დარღვევასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ. არ გამოირიცხება, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

დღის ამბები