27 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
NATO საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინას უახლოეს დღებში მიაწვდის - სტოლტენბერგი

NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღებში მიაწვდის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემებით უკრაინა შეძლებს, თავი დაიცვას დრონებისგან, მათ შორის ირანული წარმოების დრონებისგანაც, რომელსაც რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, შევასრულოთ ის, რასაც მოკავშირეები დაჰპირდნენ, გააძლიერონ და მიაწოდონ კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემა. ნატო უახლოეს დღებში მიაწვდის დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დრონების კონკრეტულ საფრთხეს, მათ შორის ირანის მხრიდან," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები