27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
რა ხდება ამ წუთებში ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები მიიყვანეს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9-ვე დაკავებული საღამომდე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იმყოფებოდნენ. სწორედ იქ მიიყვანეს შადრევნის საქმის ფიგურანტები, რომლებიც დღეს სხვადსხვა ადგილზე აიყვანეს. პოლიციიდან მათი ეტაპირება წინასწარი დაკავების საკნებში, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მათ ბრალს სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით წაუყენებენ.

პოლიციასთან მისული იყვნენ ადვოკატებიც, რომლებიც ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობიან. აღსანიშნავია, რომ არცერთი დაკავებული არ აღიარებს მათთვის წაყენებულ ბრალს. მათ შორის არის ლაშა ფურცხვანიძეც, რომელის ამბობს, რომ მისი დაკავება ყოველგვარი მყარი მტკიცებულების გარეშე მოხდა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ამ დროისთვის გამოკითხვები დასრულებულია. 

დღის ამბები