13 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გაუქმებული ღვინის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს 6 ქალაქში ერთდროულად გაიმართება. ყვარელი, გურჯაანი, ბოლნისი, ახმეტა ბაღდათი, ეს ის ქალაქებია, სადაც ღვინის, მოყვარულები და ტურისტები იშვიათ ქართულ ღვინოებს დააგემოვნებენ, ფესტივალის დახურვა კი ზუგდიდში დადიანების სასახლეში გაიმართება.
დადიანების სასახლის ბაღში ახლა ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ასამდე მეღვინემ საკუთარი პროდუქცია ზუგდიდში უკვე ჩაიტანა. მანამდე კი ქართული ღვინის პოპულარიზაციას სახელმწიფო თბილისი საერთაშორისო აეროპორტში ცდილობს. ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს საპასპორტო კონტროლის გავლისას სხვადასხვა სახეობის ღვინოებს ჩუქნიან და ფესტივალის მოსაწვევებს ურიგებენ.