ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 პირი დააკავა, ესენი არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+ის" დირექტორი და მისი ორი თანამშრომელი. კონტრაქტორის ქვეკონტრაქტორები, მათ შორის დოკუმენტის გმყალბებელი კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და ორი შემდუღებელი.
ეს შადრევნის საქმეზე დაკავებული პირველი 9 კაცია, თუმცა კიდევ არის საქმესთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა დარჩენილი. ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მაშინ არის, როდესაც დიდი ფულის საქმეში - ბევრი გულგრილი და უპასუხისმგებლო შემსრულებელი იკვეთება.
13 მილიონიანი შადრევანი ყველაზე ძვირადღირებულია, თუმცა ერთდერთი ობიექტი არაა, რომელიც მერიამ "გრინსერვისს" დაუკვეთა. მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში, ლაშა ფურცხვანიძის კომპანიას 86 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული. სავარაუდოდ, ყველას ადევს დასკვნა: “პროექტი სტანდარტების და სამშენებლო ნორმების შესაბამისად არის შესრულებული და პასუხობს მიმღების მოთხოვნებს”.