27 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
ადეიშვილი აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში, მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის - ირაკლი კობახიძე

ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის.

"ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ცალმხრივ მეგობრობას ვუწოდებთ. მთელი ეს წლებია ჩვენ უკრაინასთან გვაკავშირებს ცალმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი სოლიდარობა, ცალმხრივი ინტერესების გათვალისწინება, რაც ძალიან მძიმე და მიუღებელი მოვლენაა. ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე. ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში და ა.შ. როცა ასეთი ადამიანი დადის საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით, ეს არის მძიმე მოვლენა. რას ვიზამთ, ეს ცალმხრივი მეგობრობა,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები