კურიერის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია 9 პირი, მათ შორის გრინსერვისის და საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები. სავარაუდოდ, დაკავებულთა შორისაა ლაშა ფურცხვანიძე.
დაახლოებით ერთი საათის წინ გამოჩნდნენ სამართალდამცველები გრინ სერვისის ოფისთან- კურიერის კამერამ დააფიქსირა, როგორ გამოიყვანა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი კომპანიიდან, მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სწორედ აღნიშნული დროისთვის დააკავეს იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაობი ჩაატარა.