კახეთი ორდღიან ქართულ-პოლონურ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
მეწარმეებისთვის მოწყობილი იყო რეგიონული კუთხეები, სადაც კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის მეწარმეებმა, წარმოებული პროდუქცია გამიფინეს.