27 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ჩიქოვანი ოპოზიციას: მიაჩნიათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელს აფარებს გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე მკვლელებს, პოლიტპატიმრად

პარლამენტის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, "ოცნებამ" ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დაუჭირა იმიტომ, რომ მე-4 შესწორებაში იყო მიხეილ სააკაშვილი ნახსენები. 

"ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრაზე არ დასწრების გზით მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას, რის გამართლებასაც ცდილობენ იმით, რომ რეზოლუციას დაემატა რეზოლუციის მე-4 შესწორება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი მათ წევრებს შეეძლოთ მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისათვის და მისი სხვა შესწორებებისთვის და მხარი არ დაეჭირათ ზემოხსენებული მე-4 შესწორებისთვის,"- აცხადებს შალვა შავგულიძე.

ამასთან, ოპონენტს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა და განუმარტა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში საბოტაჟის მოსაწყობად შემოვიდა. ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციას კითხვითაც მიმართა - არის თუ არა ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელს ხელი დააფარა, პოლიტპატიმარი.

"როგორც აღმოჩნდა ძალიან ბევრი ექსპერტი გამოვავლინეთ, პროცედურების მცოდნე ევროპის საპარლამენტო ასამბლეის და ამ შემთხვევაში მე ყველას ვურჩევ, ამ საკმაოდ სქელტანიანი წიგნით ისარგებლონ. მგონი უნდა გასცენ პასუხი იმას, მიაჩნიათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელს აფარებს გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე მკვლელებს, პოლიტპატიმრად. მიაჩნიათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სცემს საქართველოს პარლამენტის წევრს და მიაჩნიათ თუ არა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაკავებულია კონტრაბანდით, პოლიტპატიმრად, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანაში შემოსული იყო საბოტაჟის მოსაწყობად," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანის კითხვას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შესახებ პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა ეკატერინე ხერხეულიძემ. ხერხეულიძემ მმართველ გუნდს ხაზგასმით განუმარტა, რომ "დიახ, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი". 

"ჩვენი სანუკვარი ოცნება არის რუსულ ჯარს დაეტოვებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენ შეგვეძლო ამისთვის ხმა მიგვეცა, მაგრამ  ეს არ გავაკეთეთ მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ იქ ეწერა მიხეილ სააკაშვილის გვარი და სახელი. ირაკლი ჩიქოვანმა იკითხა ასეთი რამ: "მიპასუხეთ არის თუ არა პოლიტიკური პატიმარიო" დიახ, რა თქმა უნდა, არის და ამას ამბობს მთელი დასავლური სამყარო," - აცხადებს ხერხეულიძე. 



დღის ამბები