ქუთაისში მედიაცენტრის ქურდობის ფაქტი გახსნილია. სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე დაკავებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და ნივთმტკიცებად სრულად ამოღებულია ნაქურდალი ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.