27 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
თუ გაინტერესებთ, რა აშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში - ამერიკელი ანალიტიკოსი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე

დამოუკიდებელი მედია ანალიტიკოსი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე ტვიტერზე საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის შესახებ წერს და უკრაინის გენერალური პროკურორის ტვიტის ბმულს აზიარებს, სადაც ასახულია ომის დანაშაულის გამოძიებაზე მომუშავე ჯგუფის შეკრება, რომელთა შორის თავად ზურაბ ადეიშვილიცაა.

"თუ გაინტერესებთ, რა აშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში. მის თანამდებობაზე ყოფნის დროს უამრავი დარღვევა მოხდა, რამაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის განდევნა გამოიწვია, მაგრამ ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ," - წერს მაიკლ ​ჰიკარი ჩეჩირე.

დღის ამბები