ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია. 123 მოსწავლეს უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეუძლიათ განათლების მიღება.
პროექტი საერთო ჯამში მილიონ ლარამდე დაჯდა და ის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვისაც.